რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) ბოქლებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა,რითაც სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, მთავარია ქმედებები კანონს არ გასცდეს.

„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდა, სადაც უნდა, რამდენიც უნდა, ოღონდ, კანონს არ უნდა გაცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი",- განაცხადა ქანთარიამ, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ უმრავლესობას „პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოუწყობენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×