ესტონეთის პარლამენტს სპიკერმა და სახალხო პარტია EKRE-ს წევრმა ჰენ პილუაასმა რუსეთი ხუთი ქვეყნის ანექსიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთს ასევე ესტონეთის ტერიტორიის 5% აქვს ანექსიტრებული.
„ესტონეთის ტერიტორიის ანექსია არაფრით არ განსხვავდება ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიისგან" - წერს პილუაასი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთს რუსეთის ტერიტორიის ერთი გოჯიც არ უნდა, და უბრალოდ სურს საკუტარი მიწების დაბრუნება.
პილუაასის აღშფოთება რუსეთის საგარეოს ევროპული დეპარტამენტის დირექტორის, სერგეი ბელიაევის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ამბობს, რომ ტარტუს სამშვიდობო შეთანხმება ძალადაკარგულია.
ტარტუს სამშვიდობო შეთანხმება 1920 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ლენინგრადის ოლქის კინგისეპისა და სლანცის რაიონები, ასევე პეჩორის მხარე, რომელიც დღეს რუსეთს ეკუთვნის, ესტონეთის შემადგენლობაშია.
კრემლი ესტონეთის მოთხოვნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ კატეგორიულ უარს ეუბნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ კრემლში მსგავსი მოთხოვნები მიუღებლად მიიჩნევა და შეთანხმებას ვერ შეძლებენ.
ფოტოზე: ჰენ პილუაასი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი