
"ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" მომხმარებელთა ინფორმაციით, სოციალური სელების მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლების 58%-მა განაცხადა, რომ პრობლემა აქვს სიახლეების ლენტასთან დაკავშირებით, 33%-მა განაცხადა, რომ ვერ ახერხებდნენ სოციალური ქსელის დატოვებას, ხოლო 8%-ის თქმით, ვერ ხსნიდნენ ვებ-გვერდს.
სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ძირითადად მოიცვა ლონდონი, პარიზი, ლისაბონი, მონრეალი, ტორონტო, ნიუ იორკი, მაიამი და ლოს-ანჯელესი.
"ფეისბუქის" მუშაობასთან დაკავშირებით კი ძირითადად პრობლემები იყო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მექსიკაში, ბრაზილიაში და სიდნეიში. მათაგან 80% აღნიშნავდა, რომ მთლიან ვებ-გვერდს ჰქონდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო 20%-ის თქმით, ვერ ახერხებდნენ სოციალური ქსლის დატოვებას.
აქამდე გლობალური შეფერხება სოციალური ქსელების ფუნქციონირებაში ბოლოს 13 ნოემბერს დაფიქსირდა.