რეზონანსი
18.11.2019

(რეზონანსი) პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ონიანის განცხადებით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით, 10:00 საათიდან დაიწყება.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×