რეზონანსი
18.11.2019

 რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, შესაძლოა პარლამენტის მუშაობა შეფერხდეს. 

აქციის მონაწილეებს პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. შეშისა და ქვიშის ტომრების გარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებს ბოქლომები ადევს.

განრიგის მიხედვით, ბიუროს სხდომა დღეს 15:00 საათზე უნდა გაიმართოს, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი. 

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბიუროს სხდომის ჩასაშლელად ისინი პროტესტის ყველა ლეგიტიმურ ფორმას გამოიყენებენ.

უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ნორმალურ ფუნციონირებას აუცილებლად გააგრძელებს, რადგან სწორედ ეს არის ხალხის სურვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×