რეზონანსი
17.11.2019

 

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის შენობის წინ, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა "შეცვალე" და „წადი".

დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების" ოფისთან" საღებავით ეს სიტყვები მაინც დაწერეს. გარდა ამისა, გააკეთეს წარწერა „სისტემა უნდა დაინგრეს".

"შეცვალეს" წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან დარჩებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროტესტის დაფიქსირების შემდეგ კი ისევ პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×