რეზონანსი
16.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ქუთაისელი ბექა ლომთაძე, ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონიცაა. 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ფინალში მან რუსეთის წარმომადგენელი დააწვინა ბეჭებზე.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას რა ურთიერთობაც აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, შეჯიბრის წინ მაქსიმალურად მობილიზებული და მონდომებული ვიყავი. მიხარია, რომ, ღვთის წყალობით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი დავამარცხე."- ამბობს ლომთაძე.

სარკენიუს.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×