რეზონანსი
16.11.2019

(რეზონანსი) პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს, გაშლილია მცირე ზომის კარვები და აქციის მონაწილეები გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტთან „საერთო სახალხო შეკრებას" გეგმავს. ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა.

შეკრებას წინ უძღოდა შეხვედრები „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ფორმულაზე-„ყველა მინუს ივანიშვილი". ოპოზიციის მოთხოვნებშია: „პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით ყველა მინუს ივანიშვილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×