რეზონანსი
16.11.2019

(რეზონანსი) თბილისის მერი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელსუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილი გმირი ექიმია.

"საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში -კი გმირობა. ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი! ვაჟა ექიმი- წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით. დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს, აქ-საკუთარ მიწა-წყალზე! მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში", - წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×