საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე.
"შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. გავარჩიეთ ის, რაც მოხდა გასული დრეების განმავლობაში. ასევე ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს მომდევნო კვირების განმავლობაში" - აღნიშნა კობახიძემ.
უმრავლესობის წევრმა პოლიტიკურ პარტიებს 2020-ის არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რიგგარეშე იქნება თუ არა არჩევნები "ქართული ოცნებისთვის" მოცემულობა არსებითად არ შეიცვლება.
"გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან რომელიც არის ჩამოყალიბებული. აქდან გამომდინარე ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება არჩევნეს, რიგგარეშე იქნება თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის, პოლიტიკური მოცემულობა არსებითად არ შეიცვლება. ჩვენ ერთ და მეორე შემთვევაში დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა არის სპეკულაციური , მათაც არ აწყბთ ეს. უბრალოდ რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს და ვერ შეჯერდა ოპოზიცია მოთხოვნაზე. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც ჩვენთვის არაფერს ცვლის და ახლა საუბარია გერმანულ მოდელზე, რომელიც არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან" - აცხადებს კობახიძე.