
ჟურნალისტი თენა ცხომელიძე, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში ყოფნას ეხმაურება და ამბობს, რომ არავინ იცის როგორ ექცევიან ექიმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტო იმიტომ გადავიდა, რომ ავადმყოფს დახმარებოდა.
"ღამის 1:21 საათია. ჩვენი უმრავლესობა თბილადაა ჩაღუნღულებული ლოგინში და სქროლავს ძილის წინ.
ღამის 1:21 საათია და ცხინვალის იზოლატორში, სიცივეში და ალბათ ძალიან დისკომფორტში ზის ვაჟა გაფრინდაშვილი. არავინ იცის როგორ ექცევიან ექიმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტო იმიტომ გადავიდა, რომ ავადმყოფს დახმარებოდა. ქალს, რომელიც ჭაში ჩავარდა და არ გამოუშვეს თბილისში.
ხვალ დილით ყველა ავდგებით, ვისაუზმებთ და შევუდგებით საქმეს.... ან უქმეებს გავატარებთ ოჯახებთან, მეგობრებთან და ა.შ.
ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ცხინვალის საზიზღარ იზოლატორში იჯდება, მარტო იმიტომ რომ გმირია...
მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო რომ ის ცოცხალი რაც შეიძლება მალე დააბრუნონ . მრცხვენია წამოწოლილი რომ ვარ თბილად და თუნდაც ამას ვპოსტავ..." - წერს თეონა ცხომელიძე.