
ბიზნესმენმა ლევან ვასაძე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და საერთოდ ლიბერალური ეპოქა განწირულია.
„ძირმაგარას გასკდომა, რასაც ამ დღეებში რუსთაველზე ვაკვირდებით, უაღრესად მტკივნეულია. დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე. დაპირისპირების საგანი სალაფავის გაყოფის მექანიზმებია. ერი ამას გვერდიდან შესცქერის და ცხადია, რომ ორივე მხარე მტრად მიაჩნია. არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად იყრება ამ დღეეში სანაგვეზე და ეს არის მთლიანად შედეგი ლიბერალური იდეოლოგიის შორს მდგომობისა ერის მიზნებისაგან“, - აცხადებს ლევან ვასაძე მიმართვაში.
ვასაძე აზრით, რომ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, როგორც პოლიტიკოსების საბითუმო ფასში ყიდვის ინსტრუმენტები“.
„უნდა შემოღებულ იქნას მკაცრი კონტროლი მასმედიაში ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გამჭვირვალობასა და მათი საქმიანობის მიზნებზე“, - აცხადებს ვასაძე.
მისივე განცხადებით, „ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება“.