ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიტანეთ რკინის კასრები და შეშა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან!
ეს არის მზადება დიდი პროვოკაციისთვის! არ დაუშვათ რუსთაველის პროსპექტის გადაწვა და მსხვერპლი!
თქვენი ვალდებულებაა პრევენცია!
ჰოდა, იზრუნეთ უსაფრთხოებაზე!
მივმართავ აქციის ორგანიზატორი და მხარდამჭერი პარტიების ლიდერებს:
რას აკეთებთ?!
თქვენ გგონიათ ოდესმე მოიხსნით პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდება?!
ვერასოდეს!
დაიმახსოვრეთ, ასევე შეგაჩვენებთ ხალხი, როგორც შეაჩვენა 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების მომწყობები!”