რეზონანსი
15.11.2019

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს. ბრძანების თანახმად, საბჭო აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავს.

„11 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას მცხეთა-თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც განიხილავს აღნიშნულ ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი წევრებით: საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახტის მესაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი", - აღნიშნულია კათოლიკოს პატრიარქის ბრძანებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×