რეზონანსი
15.11.2019

  "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა გრიგოლ ვაშაძემ მედიას ის მოთხოვნები გააცნო, რომელზეც სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება.

მაშ ასე, კონსოლიდირებული ოპოზიციის მოთხოვნებია - მთავრობის გადადგომა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ახალი ცესკო, პოლიტპარიმრების გათავისუფლება.

"მინდა გაგიზიაროთ ის მოთხოვნები, რომელიც ამ საკონსულტაციო ფორმატს გუშინდელიდან აქვს ჩამოყალიბებული - პირველი ეს არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები. აუცილებლად იკითხავთ, შეიძლება თუ არა ამ ხელისუფლების პირობებში პატიოსანი არჩევნების ჩატარება? - რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად მოთხოვნებია - ამ მთავრობის გადაყენება, ნდობის მთავრობის შექმნა, ცესკოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შემდეგი მოთხოვნაა პოლიტპატიომრების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება"- აცხადებს ვაშაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×