რეზონანსი
15.11.2019

ჩი­ნურ მე­დი­ა­ში ორი დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვები და­ფიქ­სირ­და. ამ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან. ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 50 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. ეპი­დე­მი­ურ ქვეყ­ნებს შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლოც.

შავი ჭირი არ არის ბო­ლომ­დე და­ვი­წყე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად ახ­სე­ნებს მსოფ­ლი­ოს თავს. არ არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რად, შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. ყო­ველ წე­ლი­წადს თავს იჩენს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს არის ე.წ. მღრღნე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, მათ­ში იფეთ­ქებს ხოლ­მე ეპი­დე­მია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის ინფორმაციით, შავი ჭი­რის ენ­დე­მუ­რი კე­რე­ბი არ­სე­ბობს ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში... თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. 

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ორი კერა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მეტ­ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, მე­ო­რე კი - ნაკ­ლე­ბად. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა. შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იმ­დე­ნად მძი­მე ავად­მყო­ფია, გა­მო­რი­ცხუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვა. 

რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ვლინ­დე­ბა - მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით, ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­თა და სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს გახ­ლავთ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია და თუ დრო­უ­ლად მოხ­და ამოც­ნო­ბა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ბუ­ბო­ნუ­რი. სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა რე­ა­ლუ­რად, უბ­რა­ლოდ დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბა.

წარ­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თვის იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ებ­თან. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპი­დე­მი­ის შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია", - განუცხადა "ამბები.ჯი"-ს ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×