
პარლამენტის აწ უკვე ყოფილი ვიცე-სპიკერი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს:
“გუშინ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შემდეგ, საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება, დავტოვოთ “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთ სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა ძალაშია“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი.
“ჩვენ სამი წელია ვართ “ქართული ოცნების” წევრები და ბუნებრივია, დღეს, პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი ყოფილი გუნდის ლიდერებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა.
ორშაბათს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას”, – წერს ჩუგოშვილი.