რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხალხს ზამთარში აქციების გამართვის არ უნდა ეშინოდეს.

ის მოუწოდებს ყველას, ვისაც სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილებები არ მოსწონს, იაქტიურონ.

"კვირა იქნება თუ თვე, კაციშვილს არაფერი მოუვა. მესამე ზამთარია აქ ვდგავარ და ყველა მხედავს, ცოცხალი ვარ. ამათ ჯინაზე ჯანზე ვარ. მე აქ სამი მთავრობა გამოვიცვალე. ამ ორი წლის განმავლობაში მთელ ამ პროცესებსა და აქციაში ჩავიხარშე", - განაცხადა მან On.ge-სთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×