რეზონანსი
15.11.2019

აკა სინჯიკაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში . რასაც ხედავთ, ამის მეტი არაფერი აქვს და არც ოჯახის წევრები ჰყავს. ღამე პირდაპირ მიწაზე იძინებს, თუ ვერ შეეფარა სადმე. ავად არის, შიმშილობს და მოწყალებას თხოულობს ზოგჯერ. მარტო პირადობის მოწმობა აქვს და რაც აცვია ეს ტანსაცმელი.

რაღაცას რომ მისცემ, მაშინვე ტირილს იწყებს ისე, რომ გული გაგისკდება. წინა ზამთარი როგორ გადაიტანა, მართლა არ ვიცი. სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ რაღაცა, თორემ ეს ქალი დიდხანს ვერ გაძლებს. იქნებ პატარა ოთახი ვუქირავოთ, საჭმელი სჭირდება, ექიმი და წამლები სასწრაფოდ. მისამართი თუ ექნება, მერე სოციალურიც დაენიშნება და სახელმწიფოსგანაც მიიღებს დახმარებას. ქუჩაში ძილისგან მთლიანად შერყეული აქვს ჯანმრთელობა, კლინიკაშიც მისაყვანია და შეგვიძლია სიბერეში მაინც ავარიდოთ ამდენ უბედურებას. მოგვეხმარეთ როგორც შეძლებთ რა, გასკდა გული ამდენი უსამართლობით მართლა  თან ისეთი კარგი ქალია, ლოცავს ყველას სულ ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე

ანგარიშის ნომერი:  საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს” უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×