
(რეზონანსი) ჯერ თვალები დაგვთხარა, მერე გადმოგვიგდო ძვალი, ვითომ პროპორციულ არჩევნებს გჩუქნითო, მერე კი ეს ძვალი წაგვართვა - განაცხადა რუსთაველის გამზირზე „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა დავით ქაცარავამ. მისი თქმით, პოლიციელები სასაზღვრო ზოლიდანაც კი მოხსნეს და თბილისში ჩამოიყვანეს.
„სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოვიდეს, ეს არის პირველი რაც გასაკეთებელია. ვვარაუდობ, ხელისუფლება გავრილოვის ღამის გასამეორებლად ემზადება. გავსებულია ირგვლივ ყველაფერი პოლიციელებით. მე ახლა ჩამოვედი და საოკუპაციო ხაზიც კი ცარიელია, რეგიონებიდან ჩამოყვანილია პოლიციელები, რომლებიც საოკუპაციო ხაზიდანაც კი მოიხსნა. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოვიდეს, რაც იქნება ხალხის ნება, ის იქნება უზენაესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მთავრობა არის მატყუარა. ჯერ თვალები დაგვთხარა, მერე გადმოგვიგდო ძვალი, ვითომ პროპორციულ არჩევნებს გჩუქნითო, მერე კი ეს ძვალი წაგვართვა," - განაცხადა ქაცარავამ.