რეზონანსი
14.11.2019

(რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კოდისწაროდან გატაცებული ორი მწყემსი და გრემისხევიდან გატაცებული ერთი პირი გაათავისუფლეს.

როგორც "ნიუპოსტს" ერთ-ერთი გათავისუფლებულმა ზურაბ ტუხიაშვილმა განუცხადა, დაკავებული ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ნახა.

მისივე თქმით, მედიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდა.

მისთვის უცნობია, რას ედავება ქართველ ექიმსს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი.

გათავისუფლებულები დამატებითი კომენტარებისგან თავს იკავებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×