რეზონანსი
14.11.2019

(რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას შუა თითი აქციის მონაწილეებისთის, რომელბიც „ქართული ოცნების" ოფისთან იყვნენ შეკრებილები მათთვის არ უჩვენებია.

კალაძემ, „ფორმულა" „ფეიქნიუსის" შექმნაში დაადანაშაულა.

„ამას დავარქმევდი სამარცხვინოების უმაღლეს წერტილს, ეს ნათელი მაგალითი თუ როგორ მზადდება „ფეიქნიუსები", მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის, ეს ადამაინები აქ იმყოფებიან ახლა და თქვენ შეგეძლოთ მათთვის დაგესვათ კითხვა, თუ ვის მიმართ იყო, „ფეიკნიუსი" მზადდება ასე.

ეგ ჩემი საქმეა, ვის ვაჩვენე შუა თითი, თქვენი მხრიდან გაშუქებული, რომ თითქოს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე, ეს იყო არასწორი ინფორმაცია", - აცხადებს კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×