რეზონანსი
14.11.2019

(რეზონანსი) „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს, მონები არ არიან. ამის შესახებ მან პროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი ოპონენტები არ ვიცი რამდენად იყვნენ პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც ჯერ აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ ასე თურმე არაა", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანაში 2020 არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×