
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი, პოლიციამ თბილისში იპოვა.
ამ დროისათვის, ორივე მათგანი, თბილისში, პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გოგონას ახლდა, სრულწლოვანია.
მანამდე, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნისა და ახალგაზრდა მამაკაცის კვალს, ისანი-სამგორის რაიონში მიაკვლიეს.
მთელი დღის განმავლობაში, მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიცია ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდა.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯაროს სკოლის მოსწავლე, გუშინ გაუჩინარდა. მომხდარ ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული.
წყარო: "პრაიმ ტაიმი"