თამთა ჩაჩანიძე
13.11.2019

 რუსეთში სომხეთის საელჩო აღშფოთებულია ქალაქ არმავირის ადგილობრივი სათათბიროს ერთ-ერთი დეპუტატის საქციელით, რომელმაც ქალაქის ცენტრში განთავსებული სომხეთის ეროვნული გმირის გარეგინ ნჟდეს მემორიალური დაფა შავად გადაღება. საელჩოში აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გამოიწვიოს.

გარეგინ ნჯდე სომხეთის ეროვნული გმირია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. არმავირის ცენტრში მდებარე სომხური ეკლესიის ეზოში მისი მემორიალური დაფა 2012 წელს დადგეს. სამშაბათს კი ადგილობრივმა დეპუტატმა ალექსეი ვინოგრადოვმა იგი დემონსტრაციულად შავი ფერის საღებავით გადაღება.

სომხეთის საელჩო ამას თვითნებობად და ვანდალიზმის აქტად აფასებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გარეგინ ნჟდემ „ვერმახტის" შემადგენლობაში სომეხთა სამხედრო ქვედანაყოფების შექმნის ორგანიზატორი იყო. საბჭოთა არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოთა კონტრდაზვერვამ იგი ბულგარეთში დააკავა და სსრკ-ს ტერიტორიაზე გადაიყვანა.

მას ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში, წითელი არმიის ტყვე ჯარისკაცებისა და გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კომუნისტების მასობრივ მკვლელობებში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც შემდგომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთით შეცვალეს.

გარეგინი ნჟდე 1955 წელს ციხეში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ერევნის ცენტრში მისი ძეგლი დადგას რუსულ-სომხური ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. ოფიციალურმა მოსკოვმა სომხეთის ხელისუფლებას ნაციზმისა და სამხედრო დამნაშავეების ჰეროიზაციაში დასდო ბრალი.

წელს ოქტომბერში გამართული დსთ-ის სამიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნჟდეს ფაშისტი ჯალათი უწოდა, რომლის ჰეროიზება დაუშვებელია. მისივე თქმით, დსთ-ის ლიდერები მუდმივად საუბრობენ ნაციზმის ჰეროიზაციის დაუშვებლობაზე და ამ დროს თანამეგობრობის ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქში სწორედ ნაცისტ დამნაშავეს დაუდგეს ძეგლი და მის აღებას არც აპირებენ..

11 ოქტომბერს, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დიმიტრი სავოლეევმა „ინტერფაქსს" განუცხადა, რომ იგი ნჟდის მემორიალის არმავირში დადგმით აღშფოთებულია. ამ ქმედებას დეპუტატმა დანაშაული უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×