რეზონანსი
12.11.2019

  სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.

მათივე ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×