რეზონანსი
11.11.2019

(რეზონანსი) პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოლსკის განცხატებით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია.

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×