რეზონანსი
11.11.2019

(რეზონანსი) 11-14 ნოემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს +15, +20, ხოლო 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 ნოემბერს +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×