რეზონანსი
11.11.2019

(რეზონანსი)გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლოზთან, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივი გია ბედოშვილი გუშინ ახლობლებთან ერთად ტყეში სანადიროდ იყო წასული. შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ნადირობის დროს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბედოშვილს ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

სოფელში ორ ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთის თანახმად, ბედოშვილს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა, მეორე ვერსიით კი ის სხვა მონადირის იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×