რეზონანსი
11.11.2019

(რეზონანსი) არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს - ამის შესახებ განცხადება, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ გააკეთა.

"მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა - გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით - ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე - აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით" - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×