რეზონანსი
11.11.2019

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლო­ბელის ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს მთავრობას სთხოვს, ახლა მაინც გამოიჩინონ მეტი ყურადღება მისი შვილის მიმართ. მაყვალა ხურციძის თქმით, მის შვილს აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არც ყურადღება აქვს და არც საჭირო მკურნალობა. 

"პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გამიკეთდა გამოკვლევა ტუბერკულოზზე, ბოლო ანალიზის შემდეგ კი მითხრეს, რომ მაქვს ტუბერკულოზი, ასევე, იგივე ინფექცია, რაც ჰიტლერს - სიფილისი. იმ დიაგნოზით, რაც ბოლო გამოკვლევის შემდეგ დამისვეს, არ შეიძლება ვიყო რვაასკაციან საერთო საცხოვრებელში, მაგრამ ისევ აქ ვარ და აქვე მკურნალობენ. არადა, ბრუკლინის ციხეს სამკურნალო დაწესებულება არა აქვს, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. მოტეხილ ფეხზე თაბაშირის დასადებადაც კი! აქ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს თუ მოგცემენ, ან კბილს ამოგიღებენ. 

მკურნალობა ხომ იმისთვისაა, პაციენტი რომ გამოაკეთოს, მე კი პირიქით დამემართა - სრულიად ჯანმრთელი კაცი ინიექციების შემდეგ წელს ქვემოთ მოვწყდი, სამი დღე ვეღარ ავდექი, საშინლად მტკიოდა თავი და სახსრები, მქონდა ციებ-ცხელება, გულისრევა. ისე დავუძლურდი, სასადილოში გასვლის ძალაც არ მქონდა, პლასტმასის სკამსაც ვერ ვწევდი. საშხაპეში გასვლისას ჩემი სკამი თანასაკნელს მოჰქონდა. 

დილით საწოლიდან ადგომაც ვეღარ შევძელი და პატიმრებმა დაცვას დაუძახეს, დაცვამ - ექიმს. დიდი დოზა გაგიკეთეთ, რადგან ორგანიზმში არსებული მიკრობი ძლიერიაო. ბევრი სითხე მიიღე და პრეპარატი ორგანიზმიდან გამოვაო. რატომღა გამიკეთეთ, თუ ისევ გარეთ უნდა გამოვიდეს, არ უნდა"შევირგო-მეთქი? თან მაფრთხილებდნენ, თუ მკურნალობაზე უარს იტყვი, მოკვდებიო! ოღონდ როდის, არ ვიცითო. აბა, ან დღისით რომ მოვკვდები, ან ღამით, ეს თავადაც ვიცი-მეთქი. შვიდჯერ გამიკეთეს ძალიან ძლიერი პრეპარატი, მაგრამ ამასაც გავუძელი", - განუცხადა "ჩაქუჩამ" "კვირის პალიტრას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×