რეზონანსი
11.11.2019

 რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მომხდარი ავარიის დროს 6 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებიდან 4 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში "მერსედესის" მარკის ავტომობილში (რომელიც ტაქსი იყო და მგზავრები გადაჰყავდა) მყოფი 3 ქალი და 1 მამაკაცი შეიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ავტომობილის მართავდა. 

"კლინიკა რუსთავში" შეიყვანეს "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი 10 წლის ბავშვი რეანომობილით თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა, მას თავის ტრამვა ჰქონდა, ესაჭიროებოდა რეანიმაცია. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ტრამვები აღენიშნება გულმკერდის და თავის არეში", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარია მსხვერპლით დასრულდა დაიღუპა 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×