რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი არის მფლობელი ამ ქვეყნის, უფრო სწორად მმართველი ამ ქვეყნის და მას რომ მონდომებოდა, შეეძლო აღეკვეთა ეს. ამიტომ მე შეურაცხყოფილი ვარ,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბიძინამ რაც უნდა ის ქნას, მაგრამ ეს არის ჩემი აბსოლუტურად გასიგრძეგანებული მორალური პოზიცია, როცა შენ ამორალურს დაუშვებ, ასეთ კატასტროფას, შენ აღარ გაქვს მორალური უფლება. ეს არა მარტო ჩემი პოზიციაა, ჩემი რეკომედაციაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საფრთხისშემცველია, რადგან ცუდად დამთავრდება. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვახსენე ჩვენი ბოლო შეხვედრა, ამის შემდეგ არ შევხვედრილვარ. ეს იყო დიდ მარხვას, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა",- განაცხადა ლევან ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×