რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან, ხანძაროა.

ცეცხლი ტყის მასივის სიახლოვეს გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და მდგომარეობის გართულების ან ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×