რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა, - ამ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცლებს.

„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის „არავინ ყურადღების მიღმა" განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას", - აღნიშნულია გაეროს სახლის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×