რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×