რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) უკვე ერთი წელია საზოგადოება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. აღნიშნულ საკითხზე თეოლოგებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ.

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებით, საპატრიარქო რუსული გავლენის ქვეშაა და შესაბამისად, არ არის გასაკვირი ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხი.

"საქართველოს ეკლესია, უფრო სწორედ საპატრიარქო, სინოდის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად იმყოფება რუსული გავლენის ქვეშ და ცდილობენ, ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ არის ის პოზიცია, რომელიც აქვს დღეს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით. შეიძლება ვიღაცას ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ თვით რუსეთიც კი დაგვასწრებს ალბათ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას," - განაცხადა ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ.

„რუსთავი 2"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×