რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავს ეხმაურება.

„გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია. დღეს ჩვენი კედელი მავთულხლართებია საოკუპაციო ხაზზე, სიძულვილის ენა, შეუწყნარებლობა. ამის მოშლა ჩვენზეა დამოკიდებული. გუშინ ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი აღინიშნა", - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×