რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ავსტრალიელი მოკრივე დუაიტ რიჩი ვარჯიშის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ინციდენტი მელბურნში მოხდა, სადაც რიჩი მაიკლ ზერაფასთან ერთად ვარჯიშობდა. 27 წლის სპორტსმენის გარდაცვალება მისმა პრომოუტერმა ჯეიკ ელისმა დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუცლის არეში მიღებული დარტყმის შემდეგ რიჩი რინგის საკუთარი კუთხისკენ წავიდა, წაიქცა და ვეღარ წამოდგა.

„კრივის გულშემატკივრები ყოველთვის გაიხსენებენ დუაიტს, როგორც ავსტრალიის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოკრივეს", - განაცხადა ჯეიკ ელისმა.

რიჩის ანგარიშზე 21 ბრძოლაში 19 გამარჯვება და 2 მარცხია. ბოლო ბრძოლა მან აგვისტოში, ტიმ ცზიუს წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×