რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ილია ჯიშკარიანი ისევ საავადმყოფოშია - საკრებულოს წევრი, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება, რამდენიმე საათის წინ ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პარასკევს, საკრებულოს სხდომის შემდეგ დამძიმდა.

ადვოკატის თქმითვე, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ჯიშკარიანს კოლეგებმა თამთა თოდაძის ბრალდებები შეახსენეს და ძალადობაში დაადანაშაულეს.

"პარასკევს ყოფილა საკრებულოს სხდომა, ილია პარასკევს საღამოსაც იყო ცუდად, ჰქონდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, გადაყვანაზე განაცხადა უარი. შაბათსაც გაუგრძელდა ტკივილები და უკვე მეუღლემ დარეკა, სასწრაფო გამოიძახა და იძულებით გადაიყვანეს" - აღნიშნა "კურიერთან" ადვოკატმა.

"უარი განაცხადა ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მასზე იმოქმედა დაცინვამ და უსამართლო ბრალდებებმა, თითქოს მეგობრის სააავადმყოფოში იწვა და მანიპულირებდა. ხუთშაბათს იყო ფრაქციის სხდომა, ილია მივიდა და გადაიდო. თამთა თოდაძე სპეციალურად მივიდა ხუთშაბათს, იცოდა რა ფრაქციის სხდომაა და ილია მივიდოდა, ზუსტად დაამთხვია და მივიდა საკრებულოში. ის განზრახ ავრცელებს ილიას წინააღმდეგ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციებს და ამაზე მკაცრი რეაგირება მე მექნება პირადად! დავამტკიცებ მის დაუსრულებელ ავანტიურებს და ტყუილებს," - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ჯიშკარიანს არაინვაზიური ოპერაცია ჩაუტარდა, რაც სისხლძარღვების გაფართოებას გულისხმობს.

„როგორც ირკვევა ტკივილი გუშინაც და გუშინწინაც ჰქონდა. თუმცა გუშინ უფრო ინტენსიურად აწუხებდა, რის შემდეგაც უკვე მოხდა მისი ტრანსპორტირება ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით და დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო," - განაცხადა ექმიმმა თამუნა ჭიხორიამ.

როდის გაწერენ ილია ჯიშკარიანს კლინიკიდან, ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×