რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) 2019 წლის დასაწყისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონება $450 მილიონი აშშ დოლარით ანუ 9% -ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg billionaires index აქვეყნებს.

აღნიშნული მაჩვენებლით კი ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერების 500-ეულში 357-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 5,45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

აქვე მითითებულია მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან ივნისის ჩათვლით ივანიშვილის ქონება 5,27 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამავე წლის ივლისში კი 5,37 მილიარდი დოლარი იყო.

„ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში. მისი ინტერესები ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში." - ნათქვამია Bloomberg billionaires index-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×