რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ტურისტული სააგენტო Go Egypt „ქართული მარშის" წევრებსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს თვითმფრინავის ბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით, სრულიად უსასყიდლოდ.

„კორკოტ, სანდრო, ლევან შენ შემოგევლე თუ გადაწყვიტავთ ამ ქვეყნიდან წასვლას, ეგვიპტე კი არა, სადაც გნებავთ რამდენი ხანიც გნებავთ თვეები, სულაც წლები ან დეკადები! როდესაც გნებავთ რამდენ თანამოაზრესთან ერთადაც გნებავთ ოღონდ გვითხარით, ოღონდ მოგვწერეთ, ჩაგვჩურჩულეთ და ჩვენ დაგპატიჟებთ, ჩვენი ჯიბიდან გადავიხდით შეუძლებელს შევძლებთ ღვაწლს დაგიფასებთ და იმ დიად დღეს, ცაში რომ აიჭრებით და თეთრ ცხვირსახოცს რომ დაგვიქნევთ თვითმფრინავის ილუმინატორიდან, უქმედ გამოვაცხადებთ. მიიღეთ ეს წინადადება", - წერია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×