რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს პრემიერას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

„ფილმი, რომელიც გააპროტესტეს, მის რეკლამას ისე ვერც ერთი კინოთეატრი და ვერც ნებისმიერი სატელევიზიო სივრცე ვერ შეძლებდა, როგორც ეს მისმა მოწინააღმდეგეებმა შეძლეს. ამ ყველაფრის გამო, იმაზე მეტ ადამიანს გაუჩნდა მისი ნახვის სურვილი, ვიდრე მანამდე ჰქონდათ! აკრძალული ნაყოფის სინდრომია. ღმერთმა ადამს ცნობადის ხე რომ აუკრძალა, ალბათ, იმიტომ დაეწაფა!.

P.S. ვიღაც აუცილებლად იტყვის, ასე როგორ ამბობთ, ჩვენი პოზიცია როგორ არ დავაფიქსიროთო. დიახ, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, მაგრამ ცხვირ-პირის დამტვრევა არ არის პროტესტის გამოხატვა. ეს ფორმა ზუსტად ისე არის მიუღებელი ქრისტიანობისთვის, როგორც უზნეობის ტირაჟირება. თუ რა თქმა უნდა ქრისტიანობაზე გვაქვს პრეტენზია", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×