რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წუხელ ფოთის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აღასრულა. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თქმით, „ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ დიდი გამოცდა ელოდება".

„ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?!. და სადაც ქრისტიანულ ღირებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი. ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული! შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია",- აცხადებს მეუფე.

როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ეკლესიის ცხოვრებაში პრობლემები იყო მისი დაფუძნების პირველივე დღეებიდან, არის დღესაც და იქნება მომავალშიც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×