რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია , ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი",-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია.

„მნიშვნელოვანი ის არ არის, მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება. დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმშვიდე, დადინჯება და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენგან ითხოვს პასუხებს",-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×