რეზონანსი
10.11.2019

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. ძაბვის ვარდნის გამო, მატარებლების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ექვსი წუთით იყო შეფერხებული. პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო იყო შეფერხება. ადგილზე გავიდა შესაბამისი ჯგუფი. პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია და მატარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მოძრაობას“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×