რეზონანსი
10.11.2019

ანრი მახარობლიძეს 2 კვირის წინ ქორწილი ჰქონდა. მისი ნათესავი შემდეგ ისტორიას იხსენებს:

„ქორწილში მეუღლეს საოცარი გრძნობით უმღერა. ჯვარი უნდა დაეწერათ, მაგრამ გზაში მანქანა გაფუჭდა. ვერ მიასწრეს ეკლესიაში იმ დროს, როცა მათი ჯვრისწერა იყო დანიშნული და მღვდელმა უარი უთხრა ჯვრისწერაზე. სხვა მღვდელს მიმართეს, მაგრამ იმანაც უარით გამოისტუმრა... ალბათ ესეც ბედი იყო... გუშინ მიცვალებული დაძინებული და გაღიმებული გეგონებოდათ... იქ საშინელებაა...“ - განაცხადა  „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ანრი მახარობლიძის ნათესავმა.

23 წლის ანრი მახარობლიძე 7 ნოემბერს, ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანამდე ის უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×