რეზონანსი
09.11.2019

(რეზონანსი) "გალერეა თბილისთან", სადაც კინოთეატრ "კავეაში" ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უნდა გაიმართოს, სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.

როგორც დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა განაცხადა, ისინი ილოცებენ და ლოცვით გააპროტესტებენ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას და შემდეგ დატოვებენ ტერიტორიას.

"კინოთეატრში შესვლას არ ვაპირებთ, ბილეთები არ გვაქვს. რომც გვქონდეს, არ შევიდოდით", - თქვა დეკანოზმა.

სასულიერო პირებთან ერთად რამდენიმე პირი იმყოფება, რომლებმაც გაშალეს პლაკატი წარწერით "ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×