რეზონანსი
08.11.2019

(რეზონანსი) გუშინ ბათუმში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან მუშა გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად ანრი მახარობლიძე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი მეორე მუშა გადარჩა. მან ვარდნისას აივანზე გადახტომა მოასწრო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ანდრი არ მჯერა. ღმერთმა სამოთხეში დაგიმკვიდროს საუფეველი. შენ მუდამ დარჩების ჩვენს გულებში. შენ პოზიტიური და თბილი ადამიანი იყავი. ღმერთმა მისცეს შენ ოჯახს ძალა რათა გაუძლოს ამ ყველაფერს. ნამდვილად დიდ ტკივილად იქეცი თითეულ ადამიანისთვის", - წერს ფეისბუქზე ანრი მახარობლიძის ახლობელი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×