რეზონანსი
08.11.2019

(რეზონანსი) ლევან ვასაძის მხარდამჭერები თბილისში, „ვერის ბაღში", ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გასაპროტესტებლად, 16:00 საათზე შეიკრიბებიან, ბათუმში -17:00 საათზე.

როგორც ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრემ, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ფილმის ჩვენება არ შედგეს.

მისივე განმარტებით, მათი მხარდამჭერები დასავლეთ საქართველოდან, ბათუმში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგეს. თუ მაინცდამაინც სიყვარულზე უნდოდათ ფილმი გადაეღოთ, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ქალის და კაცის სიყვარულზე გადაეღოთ, როცა სუხიშვილების ცეკვების დიდი ნაწილი სწორედ რომ ქალის მიმართ კაცის პატივისცემაზეა აწყობილი", - განაცხადა მორგოშიამ.

რაც შეეხება პროსტესტის გამოხატვის ფორმას, მორგოშიას თქმით, „ფორმა ის იქნება, რასაც სიტუაცია მოიტანს".

კითხვაზე, აქციაზე კომბლებით ხომ არ გეგმავენ მისვლას, მორგოშიამ განაცხადა, რომ „კომბლები არ იქნება".

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×